"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული" | პროტესტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქებში

გამოქვეყნდა:

"მელიტოპოლი უკრაინაა", "ენერგოდარი უკრაინაა" - ამ წარწერებით უკრაინის ამ და სხვა დროებით ოკუპირებულ ქალაქებში მოძრაობა "ყვითელი ლენტის" წევრები ყვითელ ლენტებსა და ბუკლეტებს არიგებენ. ამ გზით ისინი ქალაქების ოკუპანტების მიერ დაპყრობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "რაშისტული რეჟიმის მიღებას და ჩაგვრის ქვეშ ცხოვრებას" არ აპირებენ. 

"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ამას ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღე ამტკიცებს თავისი სიმამაცითა და აპროტესტებს ოკუპანტების ტერორისტულ რეჟიმს" - წერენ ისინი. 

https://t.me/yellowribbon_ua/2758

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი