რუსეთმა ღამით კრივოი-როგი დაბომბა - დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, რომ ღამით რუსებმა სამი რაკეტა ისროლეს კრვოი როგში. მისი ინფორმაციით, დაიბომბა სამრეწველო საწარმო, დაიღუპა ერთი მუშა, სამი კი დაშავდა.

"მუშა დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული საწარმოო საამქროს ნანგრევებიდან ამოიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რეგიონზე. მსხვერპლი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი