მორიგი სარაკეტო თავდასხმა - უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევში საჰაერო განგაშია

გამოქვეყნდა:

უკრაინულ მედიაში და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ზაპოროჟიეს, კიევის, ვინიცასა და ჩერკასის.

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელი პილოტები "სასწაულს ახდენენ" საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, თუმა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა შემომავალი რაკეტების ჩამოგდბა -  4 ხარკოვის რეგიონში, ერთი დენეპროპეტროვსკში და ერთი პოლტავაში.

"ნუ უგულებელყოფთ განგაშს", - თქვა ანდრიი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი