ავთანდილ რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფიჩხაია - ბახმუტთან დაღუპული ქართველი სამხედროების გმირობაზე უკრაინული მედია წერს. აფხაზეთის ომგამოვლილმა ქართველებმა დანებებასა და ტყვედ ჩაბარებაზე უარი თქვეს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ.
მტერმა მხოლოდ საარტილერიო იერიშით შეძლო ჩვენების პოზიციის განადგურება. ამ ისტორიის შესახებ უკრაინულ მედიასთან ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ისაუბრა. ბახმუტთან ახლაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს და დაღუპული ქართველების ცხედრების გამოყვანა ვერ ხერხდება.