ცინიზმი და შეურაცხყოფა სამძიმრის ნაცვლად | პრემიერის „წაგებული ომი“

გამოქვეყნდა:

ცინიზმი და შეურაცხყოფა სამძიმრის ნაცვლად, "საწყალი ბიჭები" და არა გმირები, საზოგადოების ზეწოლით დარღვეული დუმილი, თუმცა დამცირება, თანაგრძნობის მაგიერ. პრემიერად-წოდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს უკრაინაში ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირების შესახებ საუბრის უფლება მოიპოვა, თუმცა დღევანდელ უღირს და ტოქსიკურ განცხადებას ისევ ორდღიანი სამარცხვინო სიჩუმე სჯობდა. ფარისევლები, ვითომ მეომრები - ასეთი ეპითეტებით დაესხა თავს ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას, იმ მთავრობის მეთაური, რომელიც არც კიევში უნახავთ სოლიდარობის გამოსახატად და არც რომელიმე ქართველი მეომრის ოჯახში სამძიმრის სათქმელად. 

ოლიგარქის საყვარელმა ბიჭმა, როგორც მას თვად ბიძინა ივანიშვილი უწოდებს, დღეს რამდენჯერმე გააოცა საზოგადოება. როდესაც უკრაინის ომს - წაგებული ომი უწოდა. და როდესაც ქართველი მებრძოლების სულიკვეთება შეურაცხყო და ღიად თქვა, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენი თანამოქალაქეები ოპოზიციის დაკვეთით მიდიან და არა საკუთარი სურვილითა და რწმენით. ღარიბაშვილის განცხადებებმა არამხოლოდ ქართველი მებრძოლების, საზოგადოების დიდი ნაწილის და პოლიტიკოსების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი