
უკრაინაზე დღევანდელი თავდასხმის გამო ელექტროენერგია და წყლის მიწოდება შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.
აფეთქებების ხმა ისმის როგორც ოდესის, ისე მის მეზობელ რეგიონებში. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ არ უგულვებელყონ განგაშის სიგნალები და რაც შეიძლება მალე იპოვონ თავშესაფარი.
ნიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი კიმმა განაცხადა რომ რეგიონების დაბომბვა შავი ზღვიდანაც ხდებოდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა ესროლეს როგორც ოდესას, ასევე მის მეზობელ მიაკოლაივის რეგიონს.
შეგახსენებთ, რომ დღეს 5 დეკემბერს რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. განგაშის ხმა ისმოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევში.