
ევროკავშირი აპირებს, რომ რუსეთისთვის მომზადებული სანქციების მეცხრე პაკეტში რუსული დრონების სექტორიც შიეყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სანქციების მეცხრე პაკეტში, რომელიც შემდეგ კვირას უნდა მიიღონ, შევა ის ტექნოლოგიები და კომპონენტები, რომელსაც მოსკოვი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ ახალი პაკეტს დაახლოებით 180 ფიზიკური პირი და სუბიექტი დაემატება.
არსებული ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი ფორმალურად ამ კვირაში უნდა წარადგინონ და შემდეგი კვირის განმავლობაში, ბრიუსელში გამართული შეხვედრისას დაამტკიცონ.