ოკუპანტები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ბახმუტი - ISW-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე წერს. ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსული ძალები ბახმუიტს მიმართულებით ნელ-ნელა მიღწევებს აგრძელებენ, თუმცა ქალაქისთვის ალყა ჯერჯერობით არ შემოურტყამთ. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავდიივკა-დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს.

ISW უკრაინულ წყაროებს ეყრდნობა და წერს, რომ რუსული მცირე თავდასხმის ჯგუფები, 15-20 კაციანი პერსონალით ცდილობენ შეაღწიონ უკრაინის ხაზებში.

დოკუმენტში ასევე საუბარი შეეხო 5 დეკემბერს უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს. ISW წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული სისტემების დახმარებით, შეამცირეს რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის დარტყმები, რუსული თავდასხმის მცირე პროცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები უკმაყოფილო არიან მოსკოვის უუნარობით, აღკვეთოს უკრაინული დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ საჰაერო ბაზებზე, რომლებიც მდებარეობს რუსეთის უკანა ნაწილში, უკრაინის პოზიციებიდან 700 კილომეტრის დაშორებით.

ისინი მოუწოდებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, დაუშვას მასიური საპასუხო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ და გააძლიეროს კონტრტერორისტული ზომები რუსეთის ტერიტორიაზე.

ISW-ის სხვა მიგნებები 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში:

  • რუსული ძალები აგრძელებდნენ პოზიციების დაცვას სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ უკრაინის თავდასხმებისგან.
  • რუსი საოკუპაციო ოფიციალური პირები აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში. ისინი ამტკიცებენ, რომ ბავშვებს განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
  • რუსულმა ძალებმა დაბომბეს 20-ზე მეტი დასახლება მდინარე დნეპროს მარჯვენა (დასავლეთ) ნაპირზე და განაგრძეს ქალაქ ხერსონზე დარტყმა.
  • რუსმა სენატორმა ანდრეი კლიშასმა შესთავაზა კრემლს, შეზღუდოს ქვეყნიდან გაქცეული რუსების შესაძლებლობა რუსეთში დაბრუნების შემდეგ სამუშაოს უზრუნველყოფის მიზნით.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი