სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ უკრაინაში ომში - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე პრემიერმინისტრს ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, რომ უკრაინაში ომში წაიყვანონ.

მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს, მაგრამ თქვა, რომ "ომის პარტიის" წარმომადგენლებს სურს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ომში. მან თქვა, რომ ასეთი ოჯახის შესახებ იცის.

"ირაკლი ღარიბაშვილს ყველა მათგანზე არ ულაპარაკია, რომ ეს ასეა, დიახ, მეც გიდასტურებთ და ეს თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით აირან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან, არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ მათ შორის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენ ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს. [...]

დიახ, ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების, ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ", - თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრმა გუშინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში არ უნდა მოიხადოს, რადგან "სიმართლის გულისთვის ბოდიშს არ იხდიან".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი