კულებას ცნობით, რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა "უცნაური" ამანათები მიიღეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა "უცნაური" ამანათები მიიღეს. ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს და წერს, რომ კულებას სურს, დაელოდოს ესპანეთის ძალოვანი სტრუქტურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს.

"ყველას, ვინც აგრძელებს ამ პაკეტების გაგზავნას და ატერორებს ჩვენს საელჩოებს, გთხოვთ დაისვენოთ და ნუ დაკარგავთ დროსა და ფულს საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის - თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას," - ამბობს კულება.

მანამდე, ესპანეთში უკრაინის საელჩომ მიიღო ამანათი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. მისი გახნის შემდეგ კი 1 პირი დაშავდა. ამის შემდეგ "უცნაური" ამანათები მიიღო უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა ევროპის მასშტაბით, სადაც ცხოველების თვალები აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი