არც იარაღი, არც ჰუმანიტარული დახმარება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა - საქრთველომ ფაქტობრივად ზურგი აქცია უკრაინას. ჯერ კიდევ მეგობარი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი კიდევ ერთ სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს.
ანდრეი კასიანოვმა დღეს ქართულ მედიასთან დაადასტურა, რომ ოფიციალურმა კიევმა ერთი თვის წინ თბილისს ელექტრო-გენერატორებით დახმარება სთხოვა - პასუხი ამ დრომდე დუმილია. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება უკრაინას არ ეხმარება. ელჩმა დღეს კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კრემლის გაღიზიანებას მოერიდა.