მონის მონისგან არაფერი მწყენია - ასე პასუხობენ საქართველოს პრემიერის უღირს განცხადებას უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირები. საზოგადოების მკვეთრი პოზიციის შემდეგ დღეს "ქართულმა ოცნებამ" თავისი განცხადებები შეარბილა, თუმცა ოპონენტებზე თავდასხმისა და კრემლის არგაღიზიანების სტრატეგია ძალაში რჩება.
მმართველი პარტიის ლიდერები ისევ ამტკიცებენ, რომ ქართველები უკრაინაში საბრძოლველად ოპოზიციას მიჰყავს და კიდევ უფრო შოკისმომგვრელ ისტორიებს იგონებენ ოპოზიციის ლიდერებზე, რომლებიც თითქოსდა მოხალისეებს საქართველოს სოფლებში აგროვებენ.