რუსეთმა ირინა ვერეშჩუკს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ, "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდებით", უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა დაუსწრებლად დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ FSB-ის წარმომადგენლებმა სასამართლოს დაკავების გაცემის ორდერით მიმართეს, რის შედეგადაც ვერეშჩუკი და ჯაპაროვა ძებნილ პირთა სიაში მოხვდნენ. დაუსწრებლად დაკავების ამბის საპასუხოდ, ჯაფაროვამ ხუმრობით განაცხადა, რომ მოსკოვი ამით აფასებს მისი მუშაობის ეფექტურობას.

ინფირმაციისთვის, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ სექტემბერში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა. მიუხედავად უკრაინის ამ ტერიტორიების ნაწილის დროებითი ოკუპაციისა და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, ორივე მათგანი განაგრძობდა ამ რეგიონების მონახულებას. ვერეშჩუკი, რომელიც მთავრობაში პასუხისმგებელია გათავისუფლებული ტერიტორიების რეინტეგრაციაზე, ნოემბერში გაემგზავრა ხერსონში, საიდანაც რუსული ჯარები უკან ახლახან დაიხიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი