კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში "ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის" სამიტის შემდეგ განაცხადა.
"რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის წევრობა. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც. ერთიანი მიდგომა გვჭირდება",- თქვა შოლცმა
სამიტზე სანქციების საკითხში პოზიციების დაახლოება განიხილებოდა. განხცადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმაც, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან.
"თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ? უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ჩნდება კითხვა, რა გაიმარჯვებს - ავტოკრატია და უძლიერესის კანონი თუ დემოკრატია და კანონის უზენაესობა",- თქვა ფონ დერ ლაიენმა.
იხილეთ ასევე: