ევროკავშირი შეძლებს უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს გამოყოფას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმის აუცილებლობაში, რომ ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობებით, განაგრძოს უკრაინის დახმარება. ევროკომისიამ ამ მხრივ წინადადება გააკეთა: 18 მილიარდი სასწრაფოდაა საჭირო და რაც შეიძლება მალე უნდა იქნას შეთანხმებული. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ყველა, 27-მა წევრმა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ", - თქვა შოლცმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობა, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა.
"კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც, ერთიანი მიდგომა გვჭირდება" - ამბობს შოლცი.
გარდა ამისა გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღიარა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები განსხვავებული რჩება.
იხილეთ ასევე: