
ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 7-8 დეკემბერს ჩაატაროს
"ტერორისტულ აქტებზე რეაგირების სახელმწიფო სისტემის ტესტირება".
როგორც სახელმწიფო გამოცემა Belta ამბობს, დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილება, მაგრამ რომელი და რა მიმართულებით არ არის მითითებული.
გარდა ამისა, ბელარუსიის მაცხოვრებლები გააფრთხილეს გადაადგილების დროებით შეზღუდვის წესებზე, ასევე, "სავარჯიშო მიზნებისთვის იარაღის იმიტაციური გამოყენების შესახებ".
10 ოქტომბერს ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოაცხადა ჯარების რეგიონალური დაჯგუფების ფორმირების დაწყება, რომელიც დაფუძნებული იქნება ბელარუსის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალზე. მისი თქმით, ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დროს იქნა მიღებული.