რუსეთმა ომში უკვე 92 740 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 92 740;
  • ​ტანკი - 2 935;
  • ჯავშანტექნიკა - 5 909;
  • საარტილერიო სისტემა - 1 923;
  • სარაკეტო სისტემა - 395;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 211;
  • თვითმფრინავები - 281;
  • ვერტმფრენი - 264;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 601;
  • საკრუიზო რაკეტები - 592;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 526;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 163.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი