"თუ პუტინი გაიმარჯვებს, უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, ჩვენთვის კი სერიოზული შედეგები დადგება" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე სერიოზული შედეგები ყველა ჩვენთაგანისთვის", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა

მან ასევე უპასუხა კრიტიკას, რომ დასავლეთის ქვეყნები დაიღალნენ მიმდინარე ომით. მისი თქმით, NATO კვლავ მხარს დაუჭერს უკრაინას და მის თავდაცვის უფლებას.

"თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე სერიოზული შედეგები ყველა ჩვენთაგანისთვის, რაც მოკავშირეებს უფრო დაუცველს გახდის და მსოფლიოს უფრო სახიფათოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები არ არსებობს.

"რუსეთი არ აჩვენებს მზადყოფნის ნიშნებს მოლაპარაკებებისთვის... მოლაპარაკებების დაწყება NATO-ს ან ბრიუსელის კი არა, უკრაინელების გადასაწყვეტია" - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი