"როგორც ადამიანს ებრძვიან და მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები" | ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"როგორც ადამიანს ებრძვიან და მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. 

"აქ საკითხი მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელს არ ეხება, როგორც ადამიანს ებრძვიან და მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რასაც წინ აღუდგება საზოგადოება, მე ამისი მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრის მარცვალი ერთი ცალი მაინც რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ხელისუფლების წიაღში, ის გაიმარჯვებს და ამ ისტორიულ უსამართლობაზე ხელს არ მოაწერენ" - თქვა მელიამ.

მისივე განცხადებით, "ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სასიკვდილო განაჩენთან შემგუებლობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის გამორიცხული იქნება".

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი