ევროკავშირი გაერთიანების კანდიდატ ქვეყნებს კონსოლიდაციისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. ღია გზავნილით, გერმანიის კანცლერმა ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანების მსურველებს პირდაპირ უთხრა, რომ მთავარი ხაზი ახლა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ ერთიან პოლიტიკაზე გადის. საუბარია საერთაშორისო სანქციებზე და სავიზო პოლიტიკის გადახედვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახლა ყველაზე რეალური შანსი აქვს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს მოწოდებაც "ქართული ოცნების" მხრიდან უპასუხოდ რჩება. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებში ამჯერადაც ღიად იკითხება, რომ კრემლი ოცნების ხელისუფლებისგან დისკომფორტს არც ამ შემხვევაში უნდა ელოდოს.