
ყველაზე პრორუსული ევროპული ქვეყანა ღია მოქმედებაზე გადადის. უნგრეთი უპირისპირდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას და უკრაინის დახმარებას ბლოკავს. ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო კიევისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას და ამით კიდევ ერთხელ დააფისირა ლოიალური დამოკიდებულება პუტინის რეჟიმისადმი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ, რომ ორბანის რეჟიმის მხრიდან ეს არ არის პირველი შემაფერხებელი ნაბიჯი და უკვე ეძებენ გამოსავალს სიტუაციიდან.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი