ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი შეიმუშავა

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი შეიმუშავა. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენემა ისაუბრა

ინიციატივის თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სანქციების ახალ სიაში უნდა შევიდეს 200 ფიზიკური პირი და აიკრძალოს 4 რუსული ტელეარხი.

ასევე, ევროკომისიას სურს, დააწესოს ახალი საექსპორტო კონტროლი და შეზღუდვები, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი