
რუსეთი უკრაინის დაპყრობას 10 დღეში აპირებდა, 2022 წლის აგვისტოსთვის კი მის სრულ ანექსიას გეგმავდა-ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის სამზადისი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო, ისინი დარწმუნებული იყვნენ საკუთარ წარმატებაში. სტრატეგიული ამოცანები კი იყო- უკრაინისთვის მოესპოთ თავდაცვის საშუალება, გაენადგურებინათ მისი საჰაერო ძალები, ფლოტი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია. 10 დღეში უნდა დაეპყროთ ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის კიევი.