
ბახმუტში ოკუპანტებმა მოკლეს 20 წლის ბიჭი, რომელიც Hospitallers-ში მოხალისედ მუშაობდა და დაჭრილ უკრაინელ მებრძოლებს სამედიცინო დახმარებას უწევდა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მას ფრონტის ხაზიდან დაჭრილი მებრძოლები გამოჰყავდა - ევაკუაციისას მას რუსების მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
ცნობილია, რომ ბიჭი შვედეთის სამხრეთიდან იყო და უკრაინაში ომის პერიოდში ჩავიდა.
ცნობისთვის, ბახმუტი ომში ახლა ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება და იქ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ბახმუტიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება 5 ქართველი გმირის ცხედრის გადმოსვენება.