
ანექსირებულ ყირიმში, ბეტონის ნაკლებობის გამო, ყველა ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთი ინტესიურად აშენებს თავდაცვის ხაზებს ყირიმში, რათა უკრაინის ჯარების წინსვლის ეშინია. ტაშევას განცხადებითვე, პრიორიტეტი ამჟამად ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების წარმოებას ენიჭება.
რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ბეტონის ნაკლებობის მიზეზი, ცემენტის წარმოების შეფერხება გახდა.
იხილეთ ასევე: