"ოცნება" გმირების წინააღმდეგ | მებრძოლების პასუხი ხელისუფლების მხრიდან შეურაცხყოფასა და მუქარას

გამოქვეყნდა:

შეურაცხყოფა და მუქარა - ეს არის ერთადერთი, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის იმეტებს. მმართველი პარტიის ლიდერები დღეს კიდევ უფრო ამძაფრებენ თავდასხმას და უკიდურესად ამაზრზენ ფორმებსაც იყენებენ. მოქალაქეობის ჩამორთმევის გარდა პოლიტიკური კლანი უარს ამბობს დაღუპულ მებრძოლებს გმირები უწოდოს, ცოცხლებს კი სულაც ღირებულებით მრუშობაში ადანაშულებს და "კიკუებს" უწოდებს. 

მმართველი პარტიის ლიდერების ამ სიძულვილს კონკრეტული სამიზნე ჰყავს - მდინარაძე, კობახიძე და ღუდუშაური გამორჩეულად ესხმიან თავს კონკრეტულად ქართულ ლეგიონს და მის მეთაურს მამუკა მამულაშვილს. თავდასხმის მიზეზი მამულაშვილის დის, ნონა მამულაშვილის კავშირია მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან. მაშინ, როდესაც ქართველი მებრძოლები ყოველდღიურად სიცოცხლეს სწირავენ საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები მათ ომში ფულის საშოვნელად წასვლაში ადანაშულებენ. 

ავტორები: ნინო ჟიჟიაშვილი, გუგა მაისურაძე

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი