მიკოლაივის ოლქში რუსების მიერ ნაწამები 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

მიკოლაივის ოლქში უკრაინელებმა რუსების მიერ წამებით მოკლული 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას მედია უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ცხედრები მიკოლაივის გათავისუფლებულ დასახლებაში, ნოვოპეტრივკაში იპოვეს. აქვე, ცნობილი ხდება, რომ ცხედრებთან ერთად, ადგილზე იპოვეს კადრები, სადაც ამ ადამიანების წამება იყო ასახული. 

გამომძიებლების თქმით, მოკლულები 39, 42 და 55 წლის კაცები იყვნენ და ისინი მოკლეს მაშინ, როდესაც რეგიონი რუსების მიერ იყო ოკუპირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი