რობერტა მეცოლამ უკრაინას, ევროპარლამენტის სახელით, გენერატორი გადასცა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინას ევროპარლამენტის სახელით "იმედის გენერატორების" კამპანიის ფარგლებში გენერატორი გადასცა, რომელიც უკრაინელებს ზამთრის გადარჩენაში უნდა დაეხმაროს, - ინფორმაციას ევროპარლამენტის  პრესსამსახური ავრცელებს.

"ვამაყობ, რომ ევროპარლამენტის სახელით ვაჩუქებ ამ გენერატორს უკრაინის მამაც ხალხს ჩვენი კამპანიის "იმედის გენერატორების“ ფარგლებში. მილიონობით უკრაინელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე რუსეთის მიერ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დაუნდობელი და გაუმართლებელი თავდასხმების შედეგად. ამ პრაქტიკული წვლილით და ევროპის ქალაქებისა და დაბების სხვა წვლილის დახმარებით, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძირითადი ობიექტების მუშაობას ამ ზამთარში და მივაწოდოთ ენერგია საავადმყოფოებს, სკოლებს, წყალმომარაგების ობიექტებს, დახმარების ცენტრებს და თავშესაფრებს", - განაცხადა მეცოლამ.

შეახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ უკვე 80 000-ზე მეტი გენერატორი მიიღო. 
უკრაინის გენერატორებით დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი