უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 4 რეგიონის ეპარქიაში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის შესახებ გამოცხადების დროს კრემლის დარბაზში არქიმანდრიტი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი იმყოფებოდა. 

არსებული ინფორმაციით, მღვდელი რუსი ოკუპანტების თანხლებით ხერსონიდან, რეგიონის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში გაიქცა.

ასეფე ტაძრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ხატების კოლექცია, რომელიც ხერსონის ოკუპაციის დროს 
ლიეტუვის საპატიო კონსულის სახლიდან იყო მოპარული.

"ეკლესიის შენობის შემდგომი შემოწმების შედეგად აღმოჩენილია რუსეთის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ფედერალური მრჩევლის“ სახელზე დაწერილი საშვები და ადგილობრივი მღვდლების რუსული პასპორტები, უფრო მეტიც, მათ წელს მიიღეს. რაშისტების მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს"- აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, ჩერკასის ოლქის კრასნოჰირსკის სვიატო-პოკროვსკის სახელობის მონასტერში აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული "ახალი რუსეთის"  დროშა და რუსი ავტორების პროპაგანდისტული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, რაც შეეხება ოვრუცკ-კოროსტენის  მამათა მონასტერს და ჟიტომირის ოლქში მდებარე ერმიტაჟშს, იქ გამოაშკარავდნენ ყოფილი კრიმინალები, რომლებიც რუსეთთან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. 

ხოლო რაც შეეხება, ჟიტიმორის ოლქის სხვა მონასტერს, უკრაინელებმა  მონასტერში აღმოაჩინეს პირი, რომელიც 2020 წლიდან ეროვნულ ძებნაშია, როგორც დაკარგული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი