ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა. 

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას,  რაც  ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ვერ მიიღებს ვიზას და ვერ გადაკვეთს შენგენის ზონის საზღვრებს.

"ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 9 სექტემბერს სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი