თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები, თანაგუნდელები, ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სასამართლოსგან ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ.

საქალაქოსთან გეგმავენ მისვლას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წევრები. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ 13 საათზე უნდა დაიწყოს მსჯელობა შუამდგომლობაზე, რომლითაც ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ან მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ.

ამ დრომდე არაა ცნობილი, მისცემენ თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი