მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე, დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა. პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება არც დღეს მისცეს. კლინიკა ვივა მედმა მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

ადვოკატებმა მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს. 

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, მისი თქმით, ის ვერ იტყვის, რა დრო დასჭირდება კლინიკას, ამის უზრუნველსაყოფად.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი