მზაობა გამოთქვა მოსამართლემ - ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შემდეგ პროცესზე ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტექნიკურად საჭირო იყო ორი სამუშაო დღე, რათა მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდეს. მისივე თქმით, შემდეგ პროცესში სავარაუდოდ მესამე პრეზიდენტიც ჩაერთვება - "ამის მზაობა გამოთქვა მოსამართლემ, დიახ ჩაერთვება".

"ორი კალენდარული სამუშაო დღე არის, ტექნიკურად, როგორც ჩანს ეს საჭირო იყო, ცუდად არის, გასაგებია მაგრამ ჩვენი პოზიციაც არის, რომ ჩვენ გვინდა ამ პროცესზე ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, პროცესი ისე ვერ ჩატარდება. წარმოუდგენელია მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მისი თქმით, პროცესი ტექნიკური საკითხების მიზეზით გადაიდო, ასევე, სახალხო დამცველმა წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც დღეს გადაცემა ადვოკატებს. მეორე მხარე კი იმ 6 ტომს უნდა გაეცნოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ წარადგინა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი