ჩემი შვილი ისეთ მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დაემართოს - ალასანია სასამართლოს გადადებაზე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მან თქვა, რომ დღევანდელი პროცესის მიმდინარეობიდან მისთვის რაიმე დასკვნების გამოტანა რთულია. 

"ვერაფერს ვერ ვვარაუდობ, ვერაფერს. არანაირი მოლოდინი არა მაქვს. იმიტომ, რომ თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, ხომ ვისმენდით გუშინ რაც მოვისმინეთ არა? თუ მას დავუჯერებთ, მაგრამ არსებობს სასამართლო და არ ვიცი, რომელიც ჯერჯერობით არ გამართულა. 

არ ვიცი ვინ იღებს [გადაწყვეტილებას] რა დონეზე და როგორ მოხდა. დიდი დრო არ არის გადადების, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც უბედურება დაემართოს",- ამბობს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე, დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა. მომდევნო პროცესი კი 14 დეკემბრამდე გადაიდო. 

თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება არც დღეს მისცეს. კლინიკა ვივა მედმა მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი