პუტინი: გენოციდისა და ტერორის წახალისებამ დონბასში, უკრაინა დასავლეთის კოლონიად აქცია

გამოქვეყნდა:

პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა უკრაინა საკუთარ "კოლონიად" გადააქცია, ხოლო უკრაინელებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. ამის შესახებ მან დსთ-სა და შანხაის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაგზავნილ ვიდეომიმართვაში თქვა.

პუტინი დასავლეთს ბრალს სდებს დონბასში, "გენოციდისა და ტერორის წახალისებაში".

"რამდენიმე წლის განმავლობაში, დასავლეთი ურცხვად ითვისებდა და იყენებდა უკრაინის რესურსებს. გენოციდისა და ტერორის წახალისებამ დონბასში, ქვეყანა დასავლეთის კოლონიად აქცია და უკრაინელებს იყენებენ როგორც საზარბაზნე ხორცს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და დაქირავებული სამხედროების გაწვრთნა, ქვეყანას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს", - აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.

პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას და დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, საერთო თავდაცვის სისტემის შექმნისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი