რუსეთში ხანძარი გაჩნდა ქარხანაში, რომელიც სამხედრო ტექნიკის საბურავებს აწარმოებს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ ბარნაულში "ალთაის" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ქარხანა საბურავებს აწარმოებს თვითმფრინავებისა და საბრძოლო აღჭურვილობისთვის.

ხანძარი დილის 5 საათზე გაჩნდა, მეხანძრეები ამბობენ, რომ ცეცხლი 1000 კვ.მ ფართობზე იყო.

რუსული მედია ამბობს, რომ ქარხნის შენობიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, ისინი არ დაშავებულან. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი