მზადება იმპერიალისტური ომისთვის - პუტინის ძველი და ახალი გეგმები

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ფრონტის ხაზი ბახმუტზე გადის. ახლა გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქისთვის მიდის. სისხლიანი ომიდან  9 თვე უკვე გავიდა. რისთვის ემზადება მისი ავტორი ვლადიმერ პუტინი? ამ კითხვას ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი სვამს და ცდილობს იქვე პასუხიც გასცეს. პუტინი თავს პეტრე პირველს ადარებს. ამბობს რომ აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა. სწორედ ეს განცხადებები აფიქრებინებს ამერიკელ ანალიტიკოსებს რომ ვლადიმერ პუტინი ახალ გეგმაზე გადაერთო. ის ომს დიდი ხნის განმავლობაში არ დაასრულებს, რადგან მიზანი იმპერიალისტურია. გაშიფრულია გეგმაც -  რას უპირებდა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს პუტინის რეჟიმი. ისინი უკრაინელებს 4 კატეგორიად ყოფდნენ. იგეგმებოდა ნაწილის ლიკვიდაცია,  ნაწილზე რეპრესიები. კრემლის მესამე და მეოთხე კატეგორიაში კი კოლაბორაციონისტები  და კოლაბორაციისთვის მზადმყოფი პირები ხვდებოდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი