გუბერნატორის ცნობით, ხერსონსა და მის მიმდებარედ ელექტრომომარაგება მომხმარებელთა თითქმის 90%-თვის აღდგენილია

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებითხერსონსა და მიმდებარე დასახლებებში ელექტრომომარაგება მომხმარებელთა თითქმის 90%-თვის აღდგენილია.

უკრაინის ელექტროენერგიის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის DTEK-ის ცნობით, ნოემბრის დასაწყისში, ტერიტორიიდან უკან დახევისას რუსებმა ხერსონის ენერგეტიკული სისტემა "სრულად გაანადგურეს".

უკრაინული ძალების მხრიდან ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ოკუპანტები რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეებს დაბომბვას აგრძელებენ.

უკრაინელებმა ხერსონი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი