რუსებს 232 მოქალაქე ჰყავთ ტყვედ - ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუს დამპყრობლებს მძევლად ჰყავთ რეგიონის 230-ზე მეტი მცხოვრები.

"ომის 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის არაერთი ფაქტი. 573 ჩვენმა თანამემამულემ გაიარა რუსეთის ტყვეობა, 232 კვლავ მძევლად რჩება", - დაწერა მან ტელეგრამზე. 

ცნობისთვის, 6 დეკემბერს უკრაინამ ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი დააბრუნა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი