
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის შტაბბინაზე, რასაც მრავალი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაიდაის მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ გადარჩენილი ძალების "მინიმუმ 50%" სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება.
უკრაინელების იერიშის სამიზნე კადიივკაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს შენობა იყო. გაიდაიმ ტელეგრამ არხზე დანგრეული შენობის ფოტოები გაავრცელა.
ვაგნერის ჯგუფი პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის სერგეი პრიგოჟინის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიაა. რუსეთი მის მებრძოლებს უკრაინის ომში აქტიურად იყენებს. ვაგნერის ქვედანაყოფები ადრე განლაგებული იყვნენ ყირიმში, სირიაში, ლიბიაში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ვაგნერის ჯგუფი არაერთხელ დაადანაშაულეს ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.