
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ გაუგებარია გერმანიის მთავრობა რატომ ამარაგებს მათ არტილერიით, თუმცა საბრძოლო ტანკებს არა.
"მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვესმის არგუმენტის ეს ხაზი" - თქვა კულებამ და დასძინა, რომ თუ მისი ქვეყანა არ იქნება შეიარაღებული, ომი გაგრძელდება და ეს არ შედის არც უკრაინის და არც მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში.
კულებამ თქვა, რომ გერმანია უკრაინას იარაღის შემდგომ მიწოდებას დაჰპირდა, მაგრამ ეს არ ეხება საბრძოლო ტანკს Leopard 2, რომელიც კიევის მთავრობამ არაერთხელ მოითხოვა. კულებამ თქვა, რომ "ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული", მაგრამ საკითხზე მუშაობენ.
მისი თქმით, ბერლინთან უახლესი შეთანხმებები ეხება პირველ რიგში თავდაცვით სისტემებს, როგორიცაა თანამედროვე IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gepard საზენიტო დანადგარები.