კატარის მსოფლიო ჩემპიონატის კორუფციული სკანდალის გამო, ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს საბერძნეთმა ქონება გაუყინა

გამოქვეყნდა:

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ბერძენმა მაღალჩინოსნებმა ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონება გაყინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევა კაილსა და კიდევ სამ ადამიანს ბელგიაში პატიმრობა აქვს მისჯილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ბელგიის პოლიციამ კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავა. სამართალდამცველებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს, რის შედეგადაც 500,000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული იქნა აღმოჩენილი.

მანამდე კორუფციის სკანდალში გახვეულ ევროპარლამენტარს მანდატიც შეუჩერეს.

ევა კაილი ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმეზე, ასევე, მას ბრალს სდებენ კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი