
ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპატებმა ხერსონი დაბომბებეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
"ამ დროისთვის ცნობილია 7 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან 2 გარდაიცვალა", - თქვა იანუშევიჩმა.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები წითელ ჯვართან ერთად, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით ოსტროვის მიკრორაიონში მიემართებიან, თუმცა იქ დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობითვის, გასული დღის განმავლობაში რუსები ხერსონის რაიონს თავს 57-ჯერ დაესხნენ.