"როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება" | ზელენსკის ინტერვიუ Netflix-თან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ომი სწორედ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება.

Netflix-თან ინტერვიუში, დევიდ ლეტერმანის კითხვაზე - "მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი გაცივდეს და მოკვდეს, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდეს და მოკვდეს, გაგრძელდება ომი?   

ზელენსკი პასუხობს: "არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშინელია. არსებობს მაღალი რისკი, რომ ყველაფერი ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს. ასე რომ, როცა ეს ერთი ადამიანი მიდის, ყველა ინსტიტუტი ჩერდება. მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირშიც. ყველაფერი გაჩერდა. მე მჯერა, რომ თუ ის იქ არ იქნება, მათთვის რთული იქნება. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ შიდა პოლიტიკაზე და არა საგარეო პოლიტიკაზე".

გარდა ამისა, ზელენსკი თვლის, რომ რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც გააცნობიერებენ, რომ მათთვის სრული იზოლაცია დადგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი