საფრანგეთმა უკრაინას 73 ტონა ენერგოტექნიკა გადასცა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ საფრანგეთისგან 73 ტონა ენერგოტექნიკა უკვე მიიღო, რაც უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისა და სტაბილიზაციის კომპანიებს გადაეცა. ამის შესახებ საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ცნობილია, რომ მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა რუსული დაბომბვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა და შესაძლებლობა ბირთვული საწვავის მიწოდებისა და ატომური ენერგიის ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა უკრაინამ წარმატებით გაიაროს ზამთარი და გადავიდეს მდგრადი აღდგენისა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა შმიგალმა დენის შმიგალმა და საფრანგეთს გაწეული დამარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი