ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსეთს სამხედროები და ტექნიკა გადაჰყავდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული მელიტოპოლის გარეუბანში, ზაპოროჟიეს რეგიონში, ააფეთქეს ხიდი, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. აფეთქების შედეგად გზის კალაპოტი ჩაიძირა.

"ხიდი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა სოფელ კონსტანტინოვკასთან, "დაიღალა" მელიტოპოლში. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის "დაღლილობის" შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰყავდათ ოკუპანტებს სამხედროები, ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებით. მაშ ასე, რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

რუსული სახელმწიფო მედია "რია"ოკუპანტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მელიტოპოლის გარეუბანში, სოფელ კონსტანტინოვკაში ხიდის საყრდენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო განთავსებული.

ოკუპანტების თქმით, "ხიდი გადარჩა, მაგრამ გზის კალაპოტი სერიოზულად ჩაცხრა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი