ორშაბათს ხერსონში, რუსული დაბომბვის შედეგად 3 დაიღუპა და 15 დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქ ხერსონში ორშაბათს რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

"რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 57-ჯერ დაბომბეს", - განაცხადა იაროსლავ იანუშევიჩმა Telegram-ში.

მისი თქმით, დაიბომბა სკოლები, სტადიონი, სამედიცინო დაწესებულებები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურის პუნქტები, ასევე საცხოვრებელი კორპუსები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი