უკრაინისთვის 18 მილიარდიან მაკროფინანსურ დახმარებას, EU-ს ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინა  2023 წელს ევროკავშირისგან დახმარების სახით ყოველთვიურად 1,5 მლრდ ევროს მიიღებს.

"ამ წლის განმავლობაში ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და მისმა საფინანსო დაწესებულებებმა 19 მლრდ ევროზე მეტი გაიღეს. მომავალი წლისთვის ძალიან კარგი ამბები მაქვს. გუშინ საღამოს მოვახერხეთ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროზე შეთანხმება, 1.5 მილიარდი ევრო ყოველთვიურად" თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა  ფონ დერ ლაიენმა. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პარტნიორებს  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ევროკავშირის ყველა, 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებას. ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალია" - წერს ერმაკი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი