
იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს თქმით, უკრაინა იტალიისგან შეიარაღებას იქამდე მიიღებს, ვიდრე რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება.
გარდა ამისა, სენატმა მხარი დაუჭირა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიისა და ბლოკ "მოქმედება"-ს რეზოლუციას, რომელიც იარაღის მიწოდების გზით უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ასევე მემარცხენეებისა და "მწვანეების" მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებდა, უარყოფილ იქნა.