
გერმანია უკრაინაში "ცივი ზამთრის გადასალახად" 50 მილიონ ევროს გამოყოფს. უკრაინას ფინანსურ დახმარებას 46 ქვეყანა და 24 საერთაშორისო ორგანიზაცია დაჰპირდა. ამის შესახებ, პარიზში გამართულ
კონფერენციაზე, გერმანიის საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა.
"დღეს გერმანია უკრაინას ზამთრის დახმარებას კიდევ 50 მილიონ ევროს ჰპირდება. პუტინს თავისი გაყინვის ტაქტიკით უკრაინელების გატეხვა სურს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, პუტინის ბომბები ნიშნავს, რომ ექიმებმა უნდა გაუკეთონ ოპერაცია ბიჭის გულზე მობილური ტელეფონების ფონზე და ბავშვებმა საშინაო დავალება სანთლის შუქზე დაამზადონ. ამიტომაც ჩვენ, ვაბიძგებთ დახმარებას გადარჩენისთვის, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების ჩათვლით", - განაცხადა ბერბოკმა.
ინფორმაციისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, პარიზში გამართული კონფერენციის შედეგი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დახმარება იყო. ქვეყნისთვის დაახლოებით 415 მილიონი ევრო შეგროვდა. 25 მილიონი ევრო წყალმომარაგებაზე, 38 მილიონი ევრო საკვებზე, 17 მილიონი ევრო ჯანდაცვაზე და 22 მილიონი ევრო კი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა .